„ევროინს ჯორჯიას“ მხრიდან ხელშ
- პრეტენზიის ზეპირი ფორმით დას
- პრეტენზიის წერილობითი ფორმით
1. ევროინს ჯორჯიას ოფისებში
- ქ. თბილისი, ი. მოსაშვი
- ქ. ბათუმი, ტბელ. აბუსერიძი
2. ევროინს ჯორჯიას ვებ-გვერდზე განთავსებული საპრეტენზიო ფორმის შევსების გზით
პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მომხმარებელს ინფორმაცია ეცნობება წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით (სატელეფონო, ციფრული, ელექტრონული ან სხვა).
პრეტენზიის განხილვის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია 24 საათიანი ასისტანსის სამსახურის მეშვეობით.
ელ. ფორმით პრეტენზიის წაარმოდგენის შემთვევაში მომხმარებელი ეთანხმება შემდეგ პირობებს:
- პრეტენზიის ელექტრონული ფორმით წარმოდგენის მიზანია სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას“
(შემდგომში - მზღვეველი) მომხმარებლისათვის გამარტივებული მომსახურების მიწოდება;
- პრეტენზიის ელ. საშუალებით წარმოდგენის მიზნით განმცხადებელი ავსებს მზღვეველის მიერ შედგენილ ელ. ფორმას;
- ელ. ფორმაში უნდა მიეთითოს მზღვეველის მიერ მოთხოვნილი ყველა სავალდებულო ინფორმაცია;
- წარმოდგენილი მონაცემების სისწორესა და უტყუარობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს;
- განმცხადებელს არ აქვს უფლება ელ. ფორმაში განათავსოს ისეთი განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ან პრეტენზიის წარდგენის მიზნებს;
- განცხადების განთავსებით განცხადებელი ადასტურებს, რომ პასუხისმგებელია წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორეზე;
აკრძალულია, რომ ელ. განცხადება:
- იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მზღვეველი;
- ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას;
- ეწინააღმდეგებოდეს ან არღვევდეს მესამე პირის ინტერესებს და უფლებებს;
- ნებისმიერი გზით არღვევდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას;
- ემსახურებოდეს ნებისმიერ მიზანს გარდა ელ. ფორმით პრეტენზიის წარდგენის მიზნებისა.
განსაკუთრებული პირობა!
- ნებისმიერი განცხადება, რომელიც განთავსებული იქნება წინამდებარე წესების დარღვევით უარყოფილი იქნება მზღვეველის მიერ;
- საიტით სარგებლობის მიზნით, რეგისტრაციის დროს განმცხადებლის მიერ შეყვანილი პერსონალური მონაცემები გამოიყენება/დამუშავდება მხოლოდ მომხმარებლის პრეტენზიების განხილვის მიზნებისთვის და არ იქნება გამოყენებული რაიმე სხვა ნებისმიერი მიზნით
კომპანიის მომსახურების მიმართ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში თქვენ უფლებამოსილი ხართ მიმართოთ სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია“ შესაბამის სამსახურს, შემდეგ საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართზე euroins@euroins.ge
ჩამოსატვირთად გადადით ბმულზე