საბანკო გარანტიები

კომპანიებს, რომლებიც ხშირად მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში, შეუძლიათ ისარგებლონ სს სადაზღვევო კომპანია ‘’ევროინს ჯორჯიას’’ ვალდებულებათა დაზღვევით - საბანკო გარანტიებით.

 საბანკო გარანტია (საგარანტიო წერილი) - გარანტის მიერ მესამე პირის (ბენეფიციარის) სასარგებლოდ კლიენტის (პრინციპალის) განცხადების საფუძველზე გაცემული წერილობითი დოკუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეულ პირობას. ეს არის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის წესი, რომლის თანახმადაც გარანტი თავის თავზე იღებს ფულად ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე (გაფორმებულს წერილობითი ფორმით), პრინციპალის მაგივრად გადაიხადოს ფულადი სახსრები სრული მოცულობით ან მათი ნაწილი, იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალი სრულად არ ან ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებებს და ბენეფიციარი წარადგენს საბანკო გარანტიის მოთხოვნას. ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულება არ არის დამოკიდებული პრინციპალის ძირითად ვალდებულებაზე, მაშინაც კი, თუ ასეთი ვალდებულება უშუალოდაა ნახსენები გარანტიის ტექსტში.

 იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში გაცემული საბანკო გარანტიების უმეტესი წილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად გამოიყენება, სს სადაზღვევო კომპანია ‘’ევროინს ჯორჯია’’ თავის მომხმარებელს სთავაზობს შემდეგი ტიპის გარანტიებს:

·         სატენდერო/აუქციონის - ძირითადად გამოიყენება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში ან აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად;

·         ხელშეკრულების შესრულების - მოგებული ტენდერის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად;

·         საავანსო (წინასწარი გადახდის) - სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავანსო თანხის მისაღებად.

10,000 ლარამდე სატენდერო/აუქციონის გარანტიები სს სადაზღვევო კომპანია ‘’ევროინს ჯორჯიაში’’ გაიცემა მატერიალური უზრუნველყოფის გარეშე ანასთან (ერთ პრინციპალზე გარანტიების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 10 000 ლარს)

 გადაწყვეტილების მიღების დრო დამოკიდებულია გარანტიის მოცულობაზე, მის ტიპზე და ხდება განხილვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან მაქსიმუმ 1-3 სამუშაო დღეში. დოკუმენტაციის პაკეტიც განისაზღვრება მოთხოვნილი გარანტიის ტიპის მიხედვით.

 დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და გაესაუბროთ შესაბამის მენეჯერს.

კომპანიებს, რომლებიც ხშირად მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში, შეუძლიათ ისარგებლონ სს სადაზღვევო კომპანია ‘’ევროინს ჯორჯიას’’ ვალდებულებათა დაზღვევით - საბანკო გარანტიებით.

 საბანკო გარანტია (საგარანტიო წერილი) - გარანტის მიერ მესამე პირის (ბენეფიციარის) სასარგებლოდ კლიენტის (პრინციპალის) განცხადების საფუძველზე გაცემული წერილობითი დოკუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეულ პირობას. ეს არის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის წესი, რომლის თანახმადაც გარანტი თავის თავზე იღებს ფულად ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე (გაფორმებულს წერილობითი ფორმით), პრინციპალის მაგივრად გადაიხადოს ფულადი სახსრები სრული მოცულობით ან მათი ნაწილი, იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალი სრულად არ ან ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებებს და ბენეფიციარი წარადგენს საბანკო გარანტიის მოთხოვნას. ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულება არ არის დამოკიდებული პრინციპალის ძირითად ვალდებულებაზე, მაშინაც კი, თუ ასეთი ვალდებულება უშუალოდაა ნახსენები გარანტიის ტექსტში.

 იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში გაცემული საბანკო გარანტიების უმეტესი წილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად გამოიყენება, სს სადაზღვევო კომპანია ‘’ევროინს ჯორჯია’’ თავის მომხმარებელს სთავაზობს შემდეგი ტიპის გარანტიებს:

  •          სატენდერო/აუქციონის - ძირითადად გამოიყენება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში ან აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად;
  •          ხელშეკრულების შესრულების - მოგებული ტენდერის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად;
  •          საავანსო (წინასწარი გადახდის) - სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავანსო თანხის მისაღებად.