სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ქოლ ცენტრის (ღამის) ოპერატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება;
· სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
· სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
· საინფორმაციო სატელეფონო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
· დაზღვეულთა სატელეფონო მომსახურება კონტრაქტის პირობების შესაბამისად;
· დაზღვეულთა ბაზაში მომხმარებლის იდენტიფიცირება და მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა პროგრამულ უზრუნველყოფაში;
· მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება.
პიროვნული მახასიათებლები
· კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
· ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
· მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
· კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და არაკონფლიქტურობა;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
· პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – ქოლ ცენტრის ღამის ოპერატორი - ლათინური შრიფტით.
განაცხადები მიიღება 2019 წლის 03 დეკემბრამდე.